კათედრის დებულება
ყველა სკოლაში (სადაც ერთზე მეტი საგნის მასწავლებელია) უნდა არსებობდეს საგნობრივი ჯგუფების მასწავლებელთა კათედრები, რომლებიც საგნობრივი ჯგუფის ყველა მასწავლებელს გააერთიანებს. საგნობრივი ჯგუფების კათედრების მუშაობის მთავარი ფუნქციებია:
საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინაცია;
ერთმანეთის გამოცდილების გააზრება, წარმატებების განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
სახელმძღვანელოების შერჩევა;
სხვა საგნობრივი ჯგუფების მასწავლებლებთან კოორდინირებული მუშაობის წარმოება (მაგ. ისტორიასა და ქართულში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვა);
პროფესიული განვითარების გზების დასახვა;
რეკომენდაციების შემუშვება დამხმარე სასწავლო მასალებისა და ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების შესახებ;
რეკომენდაციების შემუშავება ახალი მეთოდოლოგიებისა და მიდგომების შესახებ;
კათედრის ეფექტური მუშაობისთვის სასურველია თავმჯდომარის არჩევა ერთი წლისვადით. სასურველია თავმჯდომარედ იგივე მასწავლებელი აირჩეს იმის შემდეგ, რაც საგნობრივი ჯგუფის ყველა წევრი ერთხელ მაინც იქნება თავმჯდომარე. თავმჯდომარის ფუნქციებია:
რეგულარული შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში ოქმებისადა საბუთების წარმოება);
საგნობრივი ჯგუფის საჭიროების გადაწყვეტილებების მიწოდება მმართველებისთვის (მაგ. წიგნების არჩევის თაობაზე)
პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო ღონისძიებების ორგანიზება (ტრენინგების, კონფერენციების და სხვა მოწყობა).
შსაძლებელია კათედრებმა შემოიღონ თითოეულ საგნობრივ ჯგუფში საუკეთესო მოსწავლის (საფეხურის ან კლასის მიხედვით) პრიზი, რომელიც ყოველ წელს სკოლის დამთავრებისას საერთო შეკრებაზე გადაეცემა.
კათედრის წევრები რეგულარულად უნდა შეიკრიბონ (მინიმუმ ორჯერ თითო სემესტრში). აუცილებელია კათედრის შეკრება წლის დასაწყისში. ამ შეკრებაზე (წლის დასაწყისში და სავარაუდოდ შემდეგ ყოველი სემესტრის ბოლოს როგორც მინიმუმ) აუცილებელია, რომ კათედრაზე მოხდეს ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამებისა და შესაბამისად არჩეული სახელმძღვანელოების განხილვა. წლის დასაწყისში საუბარი იმისთვის, რომ წინასწარ იქნეს დასახული გეგმები: თუ რა საჭიროებები ექნებათ მასწავლებლებს წლის განმავლობაში; რა პრობლემების გადაჭრა იქნება აუცილებელი; რა რესურსების გამოყენება იქნება საჭირო საგანმანათლებლო სტანდარტის შესრულების მიმდინარეობისას. ამ დროეისთვის უნდა მოხდეს პრობლემების გამოვლენა და შეფასება, თუ რა ხარისხით იქნება შესაძლებელი ყველა მოსწავლისთვის საგნობრივ პროგრამებში აღწერილი შედეგების მიღწევა
Комментариев нет:
Отправить комментарий